დედაენა, ან მშობლიური ენა

დედაენა, ან მშობლიური ენა
ზოგადად განიმარტება როგორც ადრეულ ბავშვობაში შეთვისებული ენა. ამ განმარტებაში გვხვდება მცირეოდენი ვარიაციები (რომლებიც ანალიზზე საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს). ამ ვარიაციათაგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი: «მშობლიური ენა არის ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ინდივიდის ოჯახში მის ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ იგი მოცემულ მომენტში ლაპარაკობდეს მასზე» (გაეროს სოციალურ და ეკონომიკურ საქმეთა დეპარტამენტი, 1959). კანადაში ჩატარებული ენობრივი აღწერებისას გამოიყენებოდა შემდეგი განმარტება: „ენა, რომელიც ინდივიდმა აითვისა ადრეულ ბავშვობაში და დღემდე ესმის“.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»